ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ɫӰ-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან
ორშაბათი, 03 თებერვალი, 2020
3 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ɫӰ) საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში ɫӰ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი პირობებით ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში, მიიღონ საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიუმჯობესონ წვდომა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსთან, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ɫӰ-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა, გელა წიკლაურმა მოაწერეს. უახლოეს მომავალში ɫӰ-ში ღია კარის დღე მოეწყობა და სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერვისების შესახებ.