ɫӰ

Introduction to Flutter

ხუთშაბათი, 08 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

8 აპრის (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ორგანიზებით ɫӰ-სა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბების კოლობორაცია შედგა.
 
 კოლობორაციის ფარგლებში Google Developer Student Club - ɫӰ და Google Developer Student Club - TUM უმასპინძლა სესიას Flutter ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის Flutter ტექნოლოგია?
  • როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება?
  • მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მისი გამოყენების რეალური მაგალითი

სესიას უძღვებოდნენ:

  • ვივიანა სუტეჯო - კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის სტუდენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, Google–ის ყოფილი სტაჟიორი Flutter ტექნოლოგიის კუთხით(ორგზის), Flutter Fanatic.
  • კილიან შულტე - კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის სტუდენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, Co-Founder Upride, Entrepreneur, Dart Enthusiast.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ɫӰ გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი და ɫӰ ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ზენაიშვილი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა