ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია

ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია

ორშაბათი, 06 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

6 მაისს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლამ და მისმა დეკანმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ უმასპინძლეს ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაციას და თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის გახსნის ღონისძიებას უნივერსიტეტში.

ღონისძიება საქართველოში ისრაელის დღეების დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, რომელსაც დაესწრნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები ისრაელიდან: ბატონი ხილიკ ბარი - ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ბატონი იციკ მოშე - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, "ისრაელის სახლის" დამაარსებელი და ხელმღვანელი.

ვიზიტის პირველი ნაწილი მოიცავდა თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის გახსნას საზეიმო ვითარებაში. აუდიტორიაში, რომელიც მრავალ სემინარსა თუ ლექციას უმასპინძლებს მომავალში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ებრაელთა განვლილ გზასა, მოისმინოს და წაიკითხოს მათი ისტორია. პროფესორმა ზაზა რუხაძემ და ბატონმა იციკ მოშემ ისაუბრეს ორ ერს შორის პარტნიორული ურთერთობების გამყარების მნიშვნელობაზე და გამოცდილებისა და წარმატების მაგალითების ახალგაზრდა თაობისთვის გაზიარების აუცილებლობაზე.

ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ɫӰ-ს პრეზიდენტმა, ბატონმა რ. მაიკლ ქაუგილმა, ბატონმა ხილიკ ბარმა და პროფესორმა ზაზა რუხაძემ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბატონ ხილიკ ბარს გადაეცა საპატიო დოქტორის წოდება და მედალი, ბატონ იციკ მოშეს კი გადაეცა მადლიერების სიგელი საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა