8 ივლისს (2019) იაპონიის საელჩოს ინიციატივით და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით, იაპონელი კალიგრაფი, აკემი ლუკასი, ცნობილი როგორც კოშუ, მოვიწვიეთ, რომელმაც საჯარო ლექცია და უორქშოპი გამართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონური კულტურის ელემენტებს და ამავდროულად, გამოცდილი და მრავალ ქვეყანაში ცნობილი კალიგრაფის ხელწერის ტექნიკებს ჯეოლაბის მყუდრო გარემოში პირადად დაეუფლებოდნენ.
ცოტა რამ, კოშუს შესახებ:
ვინ არის კოშუ?
კოშუ კალიგრაფიის ოსტატია, რომელიც იაპონიაში დაიბადა. იგი რვა წლიდან შეუდგა კალიგრაფიის შესწავლას. მისი გამორჩეული ხელწერა, დაფუძნებული ტრადიციული იაპონური კალიგრაფიის ტექნიკაზე, რომელშიც შერწყმული იყო ძველი და თანამედროვე სტილი, დიდხანს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
კოშუს წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება გასაოცარია: ის ქმნის სასცენო ნამუშევრებს თეატრალური დადგმებისათვის, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში გამოფენებს აწყობს, მაგალითად, როგორიცაა „ოქსფორდი“, ასევე სერტიფიკატების ნიმუშებს საკუთარი უნიკალური კალიგრაფიის გამოყენებით ქმნის, ლექციებს ატარებს, ახალგაზრდა სტუდენტ᳥ბისთვის კურსებს ორგანიზებას უწევს და პერსონალურ გამოფენებს აწყობს.
„საქართველოში ბოლო სტუმრობისას, სიყვარულმა, რომელსაც ვერაფერს ავნებს დრო და სივრცე, წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. იმედი მაქვს, რომ როგორც ღრმა, მშვიდ ოკეანეში დაცემული წვეთი, ჩემი ფუნჯის სიყვარულით სავსე მონასმიც, გამოძახილს ჰპოვებს მომავალში და ჩემს სიყვარულს გადასცემს საქართველოს, სამყაროს მდიდარი კულტურისა და ისტორიის ნაწილს“. (აკემი ლუკასი, 2018)