ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

კვლევითი პუბლიკაციის პრეზენტაცია

კვლევითი პუბლიკაციის პრეზენტაცია

სამშაბათი, 02 ნოემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

31 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა კვლევითი პუბლიკაციის „ცხოვრება რკინიგზის პირას: ჭიათურისა და ზესტაფონის მეხსიერება და დღევანდელობა“ პრეზენტაცია. 

კვლევითი პუბლიკაცია მომზადდა ჭიათურასა და ზესტაფონში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგად და წარმოადგენს ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ცხოვრება რკინიგზის პირას: დასავლეთ საქართველოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების მეხსიერება და დღევანდელობა“ დასკვნით ნაწილს.

პროექტი განხორციელდა ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ, როზა ლუქსემბურგის ფონდის მოსკოვის ოფისის მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლǃით.

პუბლიკაციის სამეცნიერო რედაქტორი: ბაქარ ბერეკაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი.

პროექტის ავტორი და აკადემიური ხელძღვანელი: იულია ორეშინა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პუბლიკაციის ბეჭვდითი ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია ბაქარ ბერეკაშვილის ResearchGate პროფილზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა