ɫӰ კიდევ ერთხელ ულოცავს მათემატიკის კონკურსის გამარჯვებულებს წარმატებას! MATRIX-ი მე-2-დან მე-11 კლასის მოსწავლეთათვის საქართველოს მასშტაბით ɫӰ-ს პარტნიორი კომპანიის Mind Technologies-ის ორგანიზებით ჩატარდა. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები ɫӰ-ში 6 ნოემბერს (2016) დაჯილდოვდნენ.
მათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილი ბავშვები ჩვენი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების, დიდი პოტენციისა მქონე მოზარდები არიან. ბავშვები და მათი მშობლები ღონისძიებაზე თბილისსა და რეგიონებიდან გვესტუმრნენ.
ყველა გაამრჯვებულს გადაეცა ɫӰ-ს, Mind Technologies-ისა და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მხარდამჭერ ორგანიზაციებს:
- Gebrüder Weiss
- UGT
- Deloitte
და დიდ წარმატებას ვუსურვებთ ჭკვიან, მოტივირებულ ბავშვებს, რომლებიც MATRIX-ის გამარჯვებულები გახდნენ: აკაკი უსტიაშვილი, თეკლა ჭაბაშვილი, სალომე სულაძე, მარიამ ჭაღიაშვილი, მაკო ბაზანდარაშვილი, თამარ შალიკიანი, გიორგი მამნიაშვილი, სანდრო კვატაშიძე, ნიკა ვეფხვაძე, დავით ტოგოევი, თორნიკე ბერია, გიორგი დალალიშვილი, გიორგი თორმანოვი, ლიზი ბუხრაშვილი, გიორგი ამბოკაძე, ანამარია ქათამაძე, ლუკა გოგოლაძე, გიორგი კურცხალია, ლილე ჩაგანავა, ლევან ქევხიშვილი, თორნიკე ბარამაშვილი, საბა ოკუჯავა, გიორგი ახალკაცი, მარიამ ვაშაყმაძე, ლუკა ხიმშიაშვილი, თემური ბერიძე, ლუკა ფოჩხუა, ნინო ახმეტელი, გუგა ბზეკალავა, ქეთი ჯინჭარაძე, გუგა მამუჩიშვილი, ნუგზარ ჩხაიძე, დავით ჩუგუაშვილი, ავთო ლომიძე.