გაცნობითი კვირეული მედიცინის სკოლის პირველკურსელი სტუდენტ᳥ბისთვის
პარასკევი, 14 თებერვალი, 2020
10, 11, 14 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) მედიცინის სკოლის პირველკურსელი სტუდენტ᳥ბისთვის ჩატარდა გაცნობითი კვირეული. პირველკურსელები შეხვდნენ უნივერისტეტის პრეზიდენტს რ. მაიკლ ქაუგილს, მედიცინის სკოლის დეკანს, პროგრამის ხელმძღვანელებს, სტუდენტურ ომბუდსმენს, კარიერის ცენტრის მენეჯერს, მარკეტინგის სამსახურსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს და ინფორმაცია მიიღეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებმა საინტერესო რჩევები მიიღეს კარიერის ცენტრის მენეჯერისგან, კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ინდივიდუალური/ჯგუფური კონსულტაციები.
გაცნობითი კვირეული მიზნად ისახავდა უნივერსიტეტში არსებული ეთიკის ნორმებისა და ქვეყნის კულტურული თავისებურებების გაცნობას, ასევე პროგრამის კურიკულუმის მიმოხილვასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებას.
მედიცინის სკოლის უფროსკურსელებმა საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს პირველკურსელებს.