ალექს ამნიაშვილის ღია ლექცია - რა არის .NET- და რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება .NET-ზე?
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი, 2015
9 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით: "რა არის .NET- და რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება .NET-ზე?", რომელსაც უძღვებოდა ალექსი ამნიაშვილი.
შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.
სპიკერის რეგალიე:
ალექსი ამნიაშვილმა თბილისის 42-ე, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დაამთავრა. თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი, 2012 წლიდან დღემდე მუშაობას ელ. წიგნების სახლში “საბა” .NET დეველოპერად. 2013-2015 წლებში ალექსი ინფორმაციული ტექნოლოგიების კოლეჯში “მზიური” მასწავლებლად მუშაობდა.
ამჟამად, გადის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო კურსს. მას გავლილი აქვს უკრაინული ტრენინგ ცენტრის - “skill up” ტრენინგი Front End-ში.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.