საჯარო ლექცია "კოპენჰაგენს+1 - საქართველოს გაწევრება ევროკავშირში"!
პარასკევი, 08 მარტი, 2024
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" (TSU, კავკასიის უნივერსიტეტი და ɫӰ) ფარგლებში უმასპინძლა სამართლის დოქტორს, ჟან მონეს და ევროინტეგრაციისა და შრომის სამართლის მიმართულებით წიგნის ავტორს, ეკატერინე ქარდავას.
საჯარო ლექცია "კოპენჰაგენს+1 - საქართველოს გაწევრება ევროკავშირში", შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების არაერთ საკითხს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმების სპეციფიკასა და საქართველოს გაწევრების პროცესის დინამიკას.
შეხვედრა ჩატარდა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის გურანდა ჭელიძის ინიციატივით.