ɫӰ-ს მედიცინის სკოლის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი ევროპის რეგიონული საგანმანათლებლო კომიტეტის შეხვედრაზე
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2022
ɫӰ-ს მედიცინის სკოლის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი ევროპის რეგიონული საგანმანათლებლო კომიტეტის გაფართოებულ შეხვედრაზე ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით იყო მიწვეული.
ვენაში გამართულ საერთაშორისო ვორქშოფზე მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კასრაძემ და ɫӰ-ს ლექტორმა, PHTLS ინსტრუქტორმა მაგდა გერანტიამ ტრავმის მდგომარეობასა და საქართველოში შესაბამისი განათლების შესახებ ისაუბრეს.
ɫӰ-ს მედიცინის სკოლა NAEMT-ის (US National Association of Emergency Medical Technicians) ავტორიზებული ტრენინგ ცენტრია საქართველოში და სამედიცინო მიმართულების ტრენინგებს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს.