ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

RheoBioMed 2023 კონფერენცია

RheoBioMed 2023 კონფერენცია

ხუთშაბათი, 20 ივლისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

2023 წლის 7 ივლისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში RheoBioMed 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ჩატარდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში და მას მასპინძლობდა რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ააიპ რეოლოგთა საზოგადოება.

კონფერენციის მსვლელობისას ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: პათოლოგიური ცვლილებები რეოლოგიაში ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს;  ინფორმირებული თანხმობა და მასთან დაკავშირებული კლინიკური შემთხვევები; სტუდენტების მიერ ხელოვნური ინტელექტის არაეთიკური გამოყენება და სხვა. 

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები .

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა