11 და 12 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიის (ɫӰ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლისა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სემიოტიკის მე-11 სამეცნიერო კონფერენცია. მიმდინარე კონფერენციის თემა იყო: განათლების სემიოტიკა. წარმოდგენილი იყო აგრეთვე მოხსენებები: ქართული ენისა და ლიტერატურის და კულტურის სემიოტიკაში. 30-ზე მეტი მომხსენებელი გადანაწილებული იყო 4 სესიად (სესიის თავმჯდომარეები: კონსტანტინე ბრეგაძე, შორენა ბარბაქაძე, ნინო პოპიაშვილი, ადა ნემსაძე); კონფერენციის მონაწილეები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ.
დაინტერესება და დისკუსია გამოიწვია პლენარული სხდომაზე გიგი თევზაძის მოხსენებამ: თვითპრეზენტაცია, კომუნიკაცია, კოოპერაცია და გაცვლა: რას ვასწავლით და რას არა.
კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM-ის პლათფორმაზე.
კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ 21-ე ნომერში.