13 მაისი (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, კრისტოფერ ფონგთან.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სილიკონის ველი და ქართული სტარტაპის შესაძლებლობები ამ მიმართულებით.
დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარსდგა ადამიანი, რომელმაც წლების წინ Google-ის ყოფილი თანამშრომლები გააერთიანა და მათთან ერთად მოძრაობა დააფუძნა, რომელშიც დღეს 700-მდე ადამიანია გაწევრიანებული. მათ ასევე ორგანიზება გაუკეთეს Xoogler Demo Day-ის.