ɫӰ-ს კარიერის ცენტრი ქმნის შესაძლებლობებს შენთვის, რათა იპოვო, დაინახო კავშირები და იმოქმედო ზეგავლენამდე!
ɫӰ-ში, კარიერის კვირეულის ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ვიზიტები გაიმართა.
სტუდენტებთან შეხვედრა კომპანიებზე ზოგადი ინფორმაციის, მათი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების და ექსკლუზიურად ɫӰელებისთვის მორგებული ვაკანტური ადგილების გაცნობას დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ კარიერის ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და ვაკანსიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებას.
გახსოვდეს, შენს კარიერას ცოდნა და პროფესიული კავშირები განსაზღვრავენ.
From Network To Impact