ɫӰ

სიახლეები და ღონისძიებები

ნიკოლოზ ასტამიძის ღია ლექცია - რა არის Unity 3D და რატომ უნდა ვისწავლოთ მასთან მუშაობა?

ნიკოლოზ ასტამიძის ღია ლექცია - რა არის Unity 3D და რატომ უნდა ვისწავლოთ მასთან მუშაობა?

სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

8 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ɫӰ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით: "რა არის Unity 3D და რატომ უნდა ვისწავლოთ მასთან მუშაობა?", რომელსაც უძღვებოდა Game Developer-ი, ნიკოლოზ ასტამიძე.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.

სპიკერის რეგალიე:
ნიკოლოზ ასტამიძემ დაამთავრა აკად. ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტრენინგებში. გააჩნია პედაგოგიური გამოცდილება, ჩატარებული აქვს სოციალური მედიის ტრენინგები.

ამჟამად სწავლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2011 წელს მუშაობდა აკად. ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში IT Manager - ის პოზიციაზე.
2012 წელს მუშაობდა ელექტრონული წიგნების სახლ - „საბას“ დეველოპერების ჯგუფში.

მუშაობდა განათლების სამინისტროს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ინტერაქციული წიგნების შექმნას დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

2014 წელს მუშაობდა Game Developer-ის პოზიციაზე Octappus studio-ში. ამჟამად, მუშაობს კომპანია Nextep -ში Game Developer-ის პოზიციაზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა