ɫӰ

კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი, პორტუგალია

ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024 - ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024

უნივერსიტ᳥ტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.ge


ხართ ɫӰ-ს ლექტორი და გსურთ მიიღოთ საზღვარგარეთ ლექციების წაკითხვის გამოცდილება? არ გამოტოვოთ ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა, ყურადღებით გაეცანით პირობებს და გამოაგზავნეთ აპლიკაცია 15 ოქტომბრამდე!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ლექციების წაკითხვას აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 კვირის განმავლობაში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის აკადემიურ პერსონალს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტებიდან;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რადგან აკადემიურ პერსონალს გამარჯვების შემთხვევაში ევალება მიმღებ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა;
  • კონკურსში გამარჯვებული აკადემიური პერსონალი ვალდებულია მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 20 საათი წაიკითხოს მიმღებ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს: 

  • 160 ევროს 7 დღის განმავლობაში, ჯამურად 1,120 ევროს;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას 820 ევროს ოდენობით;
  • ლექტორებს სამუშაო 5 დღესთან ერთად უფინანსდებათ დამატებით 2 დღე, თავისუფალი დროის გამოსაყენებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება ხდება გამგზავნი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი) და მიმღები (კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი) უნივერსიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 1 კვირა, მიმღებ უნივერსიტეტთან შეთანხმებულ პერიოდში, სასურველია აპრილის პირველი კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კიომბრას პოლიტექნიკური უნივერსიტ᳥ტი, აკადემიური პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა