ɫӰ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უპირველესად ქვეყნის წინაშე არსებულ ინტეგრაციულ გამოწვევებზეა ორიენტირებული და, უნივერსიტეტის სტრატეგიის გათვალისწინებით, რეგიონულ თუ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში გასვლის ამოცანებს ემსახურება. სამსახურის მიზანი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და შესაბამისი ბაზრებისათვის საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროდუქტის წარმატებით შეთავაზებაა.
საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო აკადემიური პერსონალის სრულყოფილი ჩართულობა, პროგრამების შემუშავების პროცესში საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინება ɫӰ-ს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ეროვნული, რეგიონული და გლობალური ტენდენციების შესატყვისი სწავლა და სწავლება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, შეფასება და განათლების ხარისხი.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობასა და ხელს უწყობს უცხოელ სტუდენტთა სასწავლებლად მოზიდვას. ɫӰ-ს აქტიური მუშაობის შედეგად წლიდან წლამდე იზრდება იმ ევროპული თუ ამერიკული პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებთანაც საქმიანი კავშირები მყარდება. საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და/ან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა განაპირობებს საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოზიდვასა და უცხოელი პროფესორების ჩართვას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო/კვლევით საქმიანობაში. ეს კავშირები უნივერსიტეტს ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზების საშუალებას აძლევს.
ɫӰ თავისი უნიკალური ქართულ-ამერიკული მხარეებით ეფექტურად სარგებლობს გლობალიზაციის იმ შედეგით, რაც განაპირობებს თანამედროვე განათლებას საზღვრებს გარეშე. ამ შესაძლებლობის ფარგლებში ɫӰ თავისი „ორპოლუსიანი შესაძლებლობით“ უზრუნველყოფს სხვადასხვა კულტურის, განათლებისა და ინტელექტუალური სივრცის გაზიარების შესაძლებლობას.
გაეცანით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებას
გაეცანით ɫӰ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას
საინფორმაციო ბუკლეტი ɫӰ-ს შესახებ.