ɫӰ აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, University of Rome Tor Vergata-ში!
ɫӰ აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, University of Rome Tor Vergata-ში!
სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021 - კვირა, 28 მარტი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, University of Rome Tor Vergata-ში, იტალია. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში იტალიაში (2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს; ასევე, ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ɫӰ-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- იტალიური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი). ინგლისური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო იტალიური ენის სერტიფიკატი (იტალიური ენის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი);
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ 2021 წლის შემოდგომის სემესტრი. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში არჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვლითი პროგრამით ისარგებლონ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 28 მარტის
19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „University of Rome Tor Vergata“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@gau.edu.ge