ɫӰ-ს სპეციალიზირებული ბიბლიოთეკის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი ლიტერატურა სტუდენტებისათვის, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული ცოდნის მკვეთრ ამაღლებას და მზარდი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არჩეული პროფესიის მიხედვით ღირსეული ადგილის დაკავებას.
ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის ათასობით სახელმძღვანელოს ითვლის, რომელიც ძირითადად ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთერთობებისა და ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მედიცინის სფეროში უახლესი ლიტერატურისაგან შედგება. ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია ინგლისური, ქართული, ფრანგული, რუსული და გერმანულენოვანი ლიტერატურით.
ɫӰ-ს ბიბლიოთეკის ფონდით სარგებლობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გაცემული პირადი, საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ბარათის მეშვეობით.
ბიბლიოთ᳥კა მოიცავს ორ სივრცეს, ერთში განთავსებულია წიგნადი ფონდი და სამკითხველო დარბაზი, ხოლო მეორეში კომპიუტერული ცენტრი. მომხმარებლისათვის მრავალფეროვანი ს᳥რვისების შეთავაზების გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ადვილად გამოყენებადია საინფორმაციო რესურსები, რაც ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ზრდას, თითოეული მომხმარებლის ინტეგრაციას გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში და ახალი ცოდნის გენერირებას.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთ᳥კაში 2012 წლის ნოემბერიდან დაიწყო საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ამოქმედებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციისა და ცირკულაციის მოდულები. ɫӰ-ს წიგნადი ფონდი თითქმის სრულად არის ასახული კატალოგში. ამოქმედებულია სისტემის ცირკულაციის მოდული და მუშაობს ბიბლიოთეკის უსაფრთხოების სისტემა.
ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთთან თავსებადი და ინტეგრირებულია, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის ეფექტურ მენეჯმენტს (ფონდების უსაფრთხოება, კატალოგიზაცია-ინვენტარიზაცია, ცირკულაცია) და მეორე მხრივ მომხმარებელზე ორიენტირებულ მარტივ და მოხერხებულ სერვისს.
გაეცანით ბიბლიოთეკის დებულებას
გაეცანით ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს
ბიბლიოთეკის მუშაობის გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00-20:30 სთ
შაბათი: 10:00-16:00 სთ