ɫӰ-ს ინფორმატიკის პროგრამა შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესის გათვალისწინებით და სრულად პასუხობს ზოგადი განვითარების ტენდენციებს.
პროგრამა საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს იყოს კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული.
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მისიას და გულისხმობს:
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის უმთავრესი ამოცანაა იზრუნოს სტუდენტების დასაქმებაზე. ამასთან, უზრუნველყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტ᳥ბისთვის მოქნილი აკადემიური კალენდარი, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას ერთმანეთთან შეათავსონ სწავლა და მუშაობა.
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.
ɫӰ-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.
ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე&Բ;მობილობის წ᳥სით&Բ;ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა&Բ;ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო კურსებს.
კვალიფიკაციის მისაღებად, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც შეადგენს საბაკალავრო პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის (სავალდებულო და არჩევითი) სასწავლო კურსების და კომპონენტების და თავისუფალი კომპონენტების კრედიტების ჯამს;
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა - იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.
სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.* |
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი
ɫӰ-ში ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*
|
1. TOP GRANT - სწავლის სრულად ჸფინანსება
აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, ɫӰ-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).
TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:
2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
ɫӰ-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.
3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|
სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებში და სახელმწიფო დაწესებულებებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციას წარმოადგენს პროექტის მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია თანამედროვე ტენდენციების და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე. შესაბამისად, პროგრამაც და სწავლის მეთოდიკაც არის თანამედროვე და დინამიური.
ამდენად, „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
შესაბამისად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია იყოს წარმატებული მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ან ამ მიმართულებით შეუდგეს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
სამაგისტრო პროგრამა „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ იყოფა სასწავლო, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტებად. აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი.
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გამოცდას სცეპიალობაში
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.
ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა&Բ;ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.
სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.
სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება:
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.* |
ɫӰ-ს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*
|
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს ინფორმატიკის საფუძლვების შესახებ საბაზისო ცოდნას, სწავლობს ინფორმაციის სახეებს, ინფორმაციის კომპიუტერში წარ¬მოდ¬გენის წარმოდგენის ძირითად პრინციპებს.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Photoshop-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისათვის
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს HTML, CSS ტექნოლოგიებს. იძენს ვებ გვერდის დიზაინის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - ვებ გვერდის დიზაინის შემუშავება, ვებ და მულტიმედიური პროექტისათვის გრაფიკული ელემენტების, ვექტორული ობიექტებისა და ეფექტების გამოყენების აუცილებლობა, განწყობის დაფა ვებ დიზაინში და მობილური აპლიკაციისთვის.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს JavaScript, jQuery ტექნოლოგიებს. იძენს თანამედროვე ვებ გვერდის დიზაინის მართვისთვის საჭირო ცოდნას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლები, დაპროგრამების საფუძვლები, ალგორითმიკა და მონაცემთა სტრუქტურები. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების შესწავლა. C++ პროგრამირების ენის ათვისება, ენის ძირითადი კონსტრუქციების და ოპერატორების გაცნობა, ასევე კომპიუტერზე პროგრამული მოდულების გამართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს ანიმაციური დიზაინის საფუძვლები, მხატვრული ანიმაციის საფუძვლები. ანიმაციური ფაილის ფორმატები. რასტრული და ვექტორული ანიმაცის თავისებურებანი, ვებ გვერდის კონსტრუირება რასტრული და ვექტორული გრაფიკის შესაძლებლობების გამოყენება საპრეზენტაციო და ვებ დიზაინში, ოპტიმიზაციის პარამეტრები.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Adobe InDesign-ის შესაძლებლობები, ფუნქციონალური შესაძლებლობები ბეჭდვითი და ციფრული დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და მაკეტის მომაზდებისთვის.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს PHP-MySQL ტექნოლოგიებს. იძენს დინამიური, ფუნციო-ნალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია მულტიმედიური სისტემების და აპარატული საშუალებების გამოყენების შესწავლა. ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიების გამოყენება მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში, სხვადასხვა ფიზიკური და საინჟინრო პროცესების მოდელირებაში, შემოქმედებით საქმიანობაში, კომერციულ, სარეკლამო, და მედია სფეროში.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს და გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს პროგრამირების ენა Java-ს ძირითად პრინციპებს და თავისებურებებს.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია ინტერდისციპლინური პროექტის - მულტიმედიური პროექტის შექმნის ტექნოლოგიების შესწავლა, მოძრავი გრაფიკისა და სარეკლამო რგოლების შექმნის პროფესიულ დონეზე დაუფლება.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს 3D MAX სისტემაში მოდელირების, ვიზუალიზების და ანიმაციის დანიშნულება და გამოყენება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს მონაცემების ასინქრონულად დამუშავების ტექნოლოგიებს, იყენებს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპებს, ეუფლება ვებ აპლიკაციების აგების უნარებს Framework-ის გარემოში. იძენს დინამიური, ფუნციონალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ინფორმაციის დაცვის მეთოდებს, პრინციპებს, სისტემებსა და ალგორითმებს. სტუდენტმა შეძლოს ამოცანის დასმა და გაანალიზება, ასევე დაცვის მეთოდის მორგება, ანუ რომელი მეთოდი იქნება მისაღები და ხელსაყრელი კონკრეტული ამოცანისათვის. იგი შეისწავლის, როგორ უნდა მოახდინოს ნებისმიერი სახის ინფორმაციის კოდირება და შემდგომ დეკოდირება, ასევე დაშიფვრა და შემდგომ გაშიფვრა (დეშიფრაცია). შეისწავლის კრიპტოგრაფიას. ასევე შეძლებს ინფორმაციის დაცვას გარეშე ზემოქმედებისაგან, გარე არხებისაგან, ლოკალური და გლობალური დამახინჯებისაგან.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს მობილური აპლიკაციების აგებისთვის საჭირო უნარებს Android ოპერაციული სისტემისთვის. სწავლობს მობილური აპლიკაციის აგების ძირითად პრინციპებს Android Studio-ს გარემოში, პროგრამირების ენა Java-ს გამო-ყენე¬ბით.
კურსის გავლის შედეგად სტუდენტს ეცოდინება დარგობრივი და ინტერდისციპლინალური მულტიმედიური პროექტების შექმნის და მართვის საფუძვლები, მულტიმედიის დაპროექტების და მართვის კომპლექსური საკითხები.
პერსონალური კომპი¬უტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა; პერსონალური კომპი-უტერის აპარატურული ნაწილებისა და პერი¬ფერიული მოწ¬ყობილობების მუშაობის პრინ¬¬¬ციპები; კომ-პიუტერის მოწყობილობებს შორის მონაცემების გადაცემის გზე¬ბი და საშუალებები; პერსონალური კომპიუ¬ტე¬რის ლოგიკური მუშაობის პრინ¬ციპები; ოპერაციული სისტემების საერთო საფუძვლები. მათი დანიშნულება და ფუნქციები; ოპერაციული სისტემების კლასიფიკაცია, მოთხოვნები ოპერაციული სისტემებისადმი; ოპერაციული სისტემების არქიტექტურა, პროცესები და ნაკადები, მეხსიერების მართვა, ფაილური სისტემები, ოპერაციული სისტემის ინტერფეისი; მულტიმედიური და მრავალპროცესორული სისტემები; ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების საკითხები.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს, გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს Java-ს პლატფორმაზე ვიზუალური ფორმების საშუალებით აპლიკაციების აგებას, მონაცემთა ბაზაში მონა¬ცემების დამუშავებას Java-ს საშუალებით.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება პერსონალური კომპიუტერის ნა¬წილებს და მათი მუშაობის პრინციპებს. სწავლობს კომპიუტერის მუშაობის ლოგიკურ საფუძვლებს. ეცნობა კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის და დამუშავების სხვადასხვა მეთოდებს.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.
სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ელექტრონული ბიბლიოთეკების, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების, სასწავლო პორტალების, დისტანციური სწავლების საშუალებების დაპროექტების პრინციპები და გამოყენება.